სარემონტო კომპანია

ინტერიერის დიზაინერი თბილისში

ინტერიერის დიზაინი სარემონტო კომპანია Rinox-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენი გუნდი მომხმარებელთან ურთიერთობას დიზაინის შემუშავებით იწყებს.

რატომ აირჩიო Rinox ინტერიერის დიზაინისთვის?

Rinox“ წარმოადგენს თანამედროვე ხედვისა და პროფესიონალიზმის სინთეზს ინტერიერის დიზაინის სფეროში. კომპანია ქმნის არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველ, არამედ სრულად ფუნქციურ და ინდივიდუალურად მორგებულ სივრცეებს.
 

სარემონტო კომპანია რინოქსი გთავაზობთ:

ინტერიერის დიზაინის მომსახურება თბილისში - იდეიდან განხორციელებამდე

ინტერიერის დიზაინი თბილისში დღეს აღარ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი — ის წარმოადგენს ცხოვრების ხარისხის, კომფორტისა და ინდივიდუალური სტილის ერთიან სისტემას. ქალაქის თანამედროვე არქიტექტურა და ცხოვრების ტემპი მოითხოვს ისეთ სივრცეებს, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ სრულად მორგებულია ადამიანის საჭიროებებსა და ფუნქციურ მოთხოვნებზე.

კომპანია Rinox-ში ინტერიერის დიზაინის მნიშვნელობა განისაზღვრება პროფესიონალური მიდგომით, რომელიც მოიცავს ყველა აუცილებელ ეტაპს იდეალური გარემოს შესაქმნელად:

ინტერიერის დიზაინი თბილისში - სტილი, ფუნქციურობა და კომფორტი

რინოქსი თავისი საქმიანობით აერთიანებს ესთეტიკას, პრაქტიკულობას და ადამიანზე მორგებულ კომფორტს. ჩვენი კომპანია დამკვეთებს სთავაზობს სრულად მათ საჭიროებებზე და ცხოვრების სტილზე მორგებულ ინტერიერის დიზაინს.

 ჩვენთვის არ არსებობს ერთი კონკრეტული სტილი — იქნება ეს მოდერნი, მინიმალიზმი, ინდუსტრიული, სკანდინავიური, კლასიკური თუ სხვადასხვა მიმდინარეობების შერწყმით შექმნილი თანამედროვე ეკლექტიკა. თითოეული პროექტი უნიკალურია, რადგან თითოეულ ადამიანს განსხვავებული გემოვნება, ცხოვრების სტილი და სივრცის აღქმა აქვს.

 რინოქსის დიზაინერების გუნდი თითოეულ დამკვეთთან ინდივიდუალურად მუშაობს — ყურადღებით ისმენს მის სურვილებს, ყოველდღიურ ჩვევებს და პრიორიტეტებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ვარჩევთ იმ სტილს, ფერთა პალიტრასა და მასალებს, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკურად გამორჩეული იქნება, არამედ მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული.

 ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ფორმა და შინაარსი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს — ინტერიერები, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ ემსახურება ადამიანებს, მათ ცხოვრების რიტმსა და კომფორტს.

ინტერიერის დიზაინის ფასი თბილისში - რა განსაზღვრავს ღირებულებას?

ჩვენი სერვისი გულისხმობს პროექტში სრულ ჩართულობას — მისი დასაწყისიდან იმ მომენტამდე, როცა დამკვეთს გადაეცემა გარემონტებული სახლის გასაღები. დიახ, ზუსტად ასე! ჩვენ ვერთვებით პროცესში ჯერ კიდევ დაგეგმარების ეტაპზე, მათ შორის შიდა კედლების განლაგებისას, თუ საქმე გვაქვს მშენებარე ობიექტთან. საჭიროების შემთხვევაში, თვითონ ვაზუსტებთ ყველა დეტალსა და თავისებურებას მშენებელ კომპანიასთან რათა თქვენი დრო დავზოგოთ.

თუ შიდა კედლები უკვე აშენებულია, და დამკვეთს სურს ცვლილებები, ჩვენ ვამზადებთ დეტალურ დემონტაჟისა და მონტაჟის გეგმას, თქვენი ყველა სურვილის გათვალისწინებით.

ჩვენთან მუშაობისას აღარ მოგიწევთ ტექნიკურ საკითხებზე პირდაპირ მშენებელთან შეთანხმება — ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ.

 ასევე, სამუშაო პროცესში ვარჩევთ მასალებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ადგილობრივად ბაზარზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ ისეთი პროდუქცია, რომელიც ჩვენს ბაზარზე არ იძებნება, ჩვენ მას ჩამოგიტანთ ადგილობრივი წარმომადგენლების მეშვეობით ყველაზე ხელსაყრელ ფასად.

დიზაინერი ჩართულია ყველა რემონტის ეტაპზე და ახორციელებს დიზაინერულ ზედამხედველობას, რაც თავიდან აგაცილებთ დიზაინ-პროექტსა და რეალურ შედეგს შორის არსებულ განსხვავებებს.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვნად ზოგავს ჩვენი დამკვეთის დროს.

თანამშრომლობის შედეგად თქვენ მიიღებთ დეტალურ ალბომს ყველა საჭირო ტექნიკური მონაცემით, რომელიც რემონტისას არის  საჭირო, მიიღებთ ფაილს, სადაც მითითებულია კონკრეტულად რომელი მასალა სად უნდა შეიძინოთ, და ასევე გეყოლებათ ადამიანი, რომელიც ყველა დეტალს მოაგვარებს და შეგითანხმებთ, რითაც დაგიზოგავთ ბევრ დროს.

და იმ შემთხვევაში, თუ რემონტს ჩვენსავე კომპანიასთან განახორციელებთ, მასალების შეძენას ჩვენ თავად მოვაგვარებთ — თქვენ აღარ მოგიწევთ მაღაზიებში სიარული, ინვოისების შეგროვება, მიწოდების დროის შეთანხმება და ა.შ.

კითხვაზე — რა განსაზღვრავს ღირებულებას? პასუხია: ჩვენი ინდივიდუალური მიდგომა, მაქსიმალური ჩართულობა პროექტში და ჩვენი სრული ზრუნვა დამკვეთის კომფორტზე!

გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს ინტერიერის დიზაინერთან

იმისათვის, რომ ინტერიერის დიზაინერთან კონსულტაცია სწრაფად და მარტივად გაიაროთ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 591 800 600  

დასრულებული დიზაინ-პროექტის ნიმუში იხილეთ მიმაგრებულ ფაილში:

ჩვენი დიზაინერები

ნამუშევრების სანახავად დააჭირეთ აქ

ხატია ნებიერიძე – ინტერიერის დიზაინის ჯგუფის უფროსი

ნამუშევრების სანახავად დააჭირეთ აქ

ნათია არჩვაძე – დიზაინერი

ნამუშევრების სანახავად დააჭირეთ აქ

ნატალი გულუა – დიზაინერი

ნამუშევრების სანახავად დააჭირეთ აქ

ნინო ქართველიშვილი – ინტერიერის დიზაინერი

ჩვენი ნამუშევრები

ხშირად დასმული კითხვები

Rinox -ში ინტერიერის დიზაინის მომზადების საფეხურები:

ფართის დათვალიერება და აზომვა

•ფართის გეგმარება

•ელექტროობის,წყალგაყვანილობის და გათბობის წერტილების გეგმარება

•3D ვიზუალიზაცია

•სარემონტო მასალების შეძენის ადგილების განსაზღვრა

•ავეჯის სამუშაო ნახაზების მომზადება

•პროექტის პორტფოლიოს შექმნა და მომხმარებლისთვის გადაცემა

 

Rinox-ში ინტერიერის დიზაინის მომსახურების ღირებულება შეადგენს 75 ლარს 1 მ²-ზე, რაც მოიცავს სრულ სამუშაო პროცესს კონცეფციიდან საბოლოო დიზაინამდე.

ჩვენ ვმუშაობთ როგორც პატარა ბინების დაპროექტებაზე ასევე დიდი კომერციული სივრცეების დიზაინზეც. ასევე გვაქვს შესრულებული პროექტები არა მხოლოდ თბილისში არამედ რეგიონებშიც. ყველა პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ დამკვეთის მოთხოვნას, რა ზომის და დანიშნულების ობიექტი არ უნდა იყოს.

დიახ, რინოქსში შესაძლებელია ონლაინ კონსულტაცია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე  +995 591 800 600 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@rinox.ge.

დიახ, „რინოქსი“ გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის მომსახურებას ქალაქგარეთაც!
ჩვენი დიზაინერების გუნდი მზადაა იმუშაოს ნებისმიერ ლოკაციაზე — იქნება ეს

 თბილისთან ახლოს თუ ქვეყნის სხვა რეგიონში. მომსახურება მოიცავს როგორც ონლაინ კონსულტაციას, ასევე ობიექტზე ვიზიტს საჭიროების შემთხვევაში, რათა თქვენი სივრცე იყოს უნიკალური და კომფორტული.

Call Now Button