Home Renovation Company in Georgia

Plugs in our house

July 3, 2024

ბინის რემონტისას მნიშვნელოვანია გაკეთდეს სამუშაოების მკაფიო გეგმა.ეს აუცილებელია რათა, არ გამოგრჩეთ რაიმე დეტალი. თუ წინასწარ განსაზღვრავთ დენის წერტილებს თქვენივე ცხოვრების სცენარის გათვალისწინებით, მომავალში არ დაგჭირდებათ დამაგრძელებლები და დამატებითი კაბელი არ გააფუჭებს თქვენს ინტერიერს.

ელექტროობის გეგმა კეთდება მხოლოდ ავეჯის მოწყობის გეგმის დამტკიცების შემდეგ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ელ. წერტილი სწორ ადგილას იქნება და თავს აარიდებთ სიტუაციას, სადაც მაგალითად როზეტი დივნისა ან კარადის უკან ხვდება.

არსებობს როზეტის განლაგების რამდენიმე წესი. როზეტი ფანჯრებიდან და კარებიდან 15-20 სმ მანძილზე უნდა განათავსოთ . გაზისა და სითბოს მატარებლებისგან დაშორებული უნდა იყოს მინიმუმ 40 სმ. ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე საჭიროა 1 წერტილი. გარდა ამისა, სასურველია განათავსოთ რამოდენიმე როზეტი იატაკიდან 30-35 სმ სიმაღლეზე.

ამ როზეტებს გამოიყენებთ მაგალითად ტორშერისთვის, მტვერსასრუტისთვის ან სხვა ტექნიკისთვის. ერთი როზეტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რობოტ მტვერსასრუტისთვის. შესაძლოა, რომ თქვენ ის ახლა არ გქონდეთ და მომავალში შეიძინოთ.

აუცილებლად ინანებთ, რომ თავის დროზე ეს დეტალი არ გაითვალისწინეთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ როზეტი ნაძვის ხისთვის. ალბათ ყველას გვაწუხებს დამაგრძელებლები, რომლებიც საახალწლო დეკორისთვისაა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის სპეციალური ელ. წერტილები არ გაგვაჩნია.

წინასწარ გათვლილი როზეტებით მივიღებთ კოხტად მორთულ ნაძვის ხეს, რომელსაც ზედმეტი კაბელი არ ექნება. თუ სახლში ვარჯიში გიყვართ, რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ როზეტები ტრენაჟორებისთვისაც.

Plugs in the living room.

As you already know, the most electrical points are needed in the room where are located the Tv and other audio-video equipment. The best solution is to place an electrical panel on which several plugs will be located side by side.

ტვ

 

Plugs in the window frame.

The plug which is placed in the window frame is universal and at the same time visually hidden. Here you can charge your phone, New Year’s décor and other electrical devices.

 

ფანჯარა
A plug near the working table.

სამუშაო ადგილი
Be sure to determine how many plugs you will need at your workplace, now and also in the future. For example, you can turn on a laptop, desk lamp, printer and charge your phone at the same time. You may find it comfortable to have Internet modem in the same place.

Plug in the bathroom

ადრე სააბაზანოში მხოლოდ ერთი როზეტი იყო საჭირო. დღესდღეისობით ტექნიკის ფართო არჩევანის გამო, ამ ყველაფერს მეტი კომფორტისთვის, შესაძლოა ცალკე ელექტრო წერტილი დასჭირდეს. ამ შემთხვევაშიც სჯობს,
რომ ორიენტირი ცხოვრების სტილზე აიღოთ.

განსაზღვრეთ, თუ რა ელექტრო მოწყობილობებს იყენებთ, იქნება ეს საპარსი მანქანა, თმის უთო, ფენი და სხვა. ასევე, მეტი კომფორტისთვის ამ როზეტების განთავსება შეიძლება კარადის ზედაპირის ქვეშ. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ რომ ელ. წერტილები რომელიც წყალთან ახლოს არის განთავსებული, უნდა იყოს წყალგაუმტარი და ასევე სასურველია ჰქონდეს თავსახური.

Posted in Uncategorized
Call Now Button